logo
ENG



უკრაინამ რუსეთში ასაფეთქებლების ქარხანა დაბომბა

28 მარ 202614:39
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/28/out3skl7wjnnmkw.png

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინამ საკუთარი წარმოების FP-5 ფლამინგოს ტიპის ფრთოსანი რაკეტით რუსეთის, სამარის ოლქში, ასაფეთქებლების ქარხანაზე იერიში მიიტანა.

უკრაინულმა მედიამ სამარის ოლქის მაცხოვრებლების მიერ გადაღებული ფოტოები გაავრცელა, რომელშიც ფლამინგოს ტიპის ფრთოსანი რაკეტის დანახვაა შესაძლებელი.

მანამდე, სამარის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა რეგიონში რაკეტული საფრთხის შესახებ მოსახლეობა გააფრთხილა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, პირველი აფეთქებები მოხდა დილის 6:30 საათზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფლამინგოს ტიპის რაკეტები უკრაინის "ყველაზე წარმატებულ რაკეტად" მოიხსენია.

ცნობისთვის, უკრაინული წარმოების ფლაგმინოს ტიპის რაკეტა კიევმა მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში გამოიყენა. მისი გამოყენება განსაკუთრებით გაიზარდა 2025 წლის ნოემბრიდან. ფლამინგოს ტიპის რაკეტის მოქმედების რადიუსი 3 000 კილომეტრია, რაც ხელს უწყობს უკრაინის დისტანციური სარაკეტო დარტყმის შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაძლიერებას.

მანამდე, 21 თებერვალს უკრაინამ ფლამინგოს ტიპის რაკეტებით დაარტყა ვოტკინსკის ქარხანას.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ 21 თებერვლის ღამით რუსეთში, უდმურტეთის რესპუბლიკაში ვოტკინსკის მანქანათმშენებელი ქარხნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე უკრაინული წარმოების FP-5 ფლამინგოს ტიპის ფრთოსანი რაკეტებით იერიში მიიტანეს.


close დახურვა