საქართველოში უკვე ოფიციალურად უკრაინას ელჩი აღარ ჰყავს. დიპლომატის მოხსნისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკაფიოდ ჩამოთვალა მიზეზები - ესაა საქართველოს მთავრობის უარი სანქციებზე, შეიარაღებით დახმარებაზე, რუსული ბიზნესის შეზღუდვაზე. ამ მხრივ საქართველო მაროკოს გვერდით აღმოჩნდა, უკრაინამ დიპლომატებს საქმიანობა მხოლოდ ამ ორ ქვეყანაში შეუწყვიტა.