უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსეთის ტყვეობიდან უკრაინამ 103 ჯარისკაცი დაიბრუნა.
"რუსეთის ტყვეობიდან უკრაინას კიდევ 103 მებრძოლი - 82 რიგითი და სერჟანტი, 21 კი ოფიცერი წარმატებით დავუბრუნეთ. ისინი კიევის, დონეცკის, მარიუპოლის, აზოვსტალის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის რეგიონების მცველები, უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები, უკრაინის ეროვნული გვარდიის წევრები, სასაზღვრო გუშაგები და პოლიციის ოფიცრები არიან. დიდება უკრაინას", - წერს ზელენსკი X-ზე.
რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში ეს ტყვეთა რიგით 56-ე გაცვლაა. ამ პერიოდში რუსეთის ტყვეობიდან ჯამში 3,569 უკრაინელი გათავისუფლდა.