logo
ENG



უკრაინამ ხარკოვის ქალაქ იზიუმისკენ მიმავალი რუსული სამხედრო კოლონა გაანადგურა

14 აპრ 202213:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/14/px9uj5tll2snorn.jpg

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა ხარკოვის ქალაქ იზიუმისკენ  მიმავალი რუსული სამხედრო კოლონა გაანადგურა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, უკრაინამ კიევის რეგიონში გაანადგურა ხიდი, რომელსაც რუსული Tiger-ის ჯავშანტრანსპორტის კოლონა და რამდენიმე სატვირთო კვეთდა.

უკრაინის ხელისუფლება ბოლო დღეებში იზიუმში მძიმე შეტაკებების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

უკრაინის ინფორმაციით, რუსულ ძალები უკრაინის აღმოსავლეთ უკრაინაზე შეტევას ამზადებენ, ამიტომ შეიარაღება და ჯარები აღმოსავლეთისკენ გადაჰყავთ.


close დახურვა