უკრაინას ახალი მთავრობა ჰყავს. პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 44 წლის დენის შმიჰალს დაუჭირა მხარი. მის კანდიდატურას ხმა 291 დეპუტატმა მისცა, 59-კი მის წინააღმდეგი იყო.
არჩევის შემდეგ დენის შმიგალმა პარლამენტს ახალი გუნდი წარუდგინა. 13-კაციან სიაში წინა მთავრობის რამდენიმე მინისტრიც შევიდა, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი და იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკა.
წარდგენილი მინისტრებიდან ბევრი თანამდებობებს ვიქტორ იანუკოვიჩის დროს იკავებდა. ამის გამო საპარლამენტო ფრაქცია "გოლოსის" წევრებმა დარბაზი დატოვეს. თუმცა რადამ ახალი მინისტრთა კაბინეტი მაინც დაამტკიცე.
უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ ახლა უკვე ყოფილი პრემიერი, ალექსეი გონჩარუკი პოსტიდან გუშინ გაათავისუფლა. თანამდებობებიდან მისი გუნდის წევრებიც დაითხოვეს.