უკრაინას რუსული სამხედრო ხომალდის, მასკვას ჩაძირვაში აშშ დაეხმარა.
პენტაგონის სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ უკრაინას დაეხმარა დაზვერვაში, რის შემდეგაც უკრაინელებმა რუსულ ხომალდს ჭურვები ესროლეს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ამ საკითხზე სხვას არაფერს ამბობს.
გამოცემა Defense One კი წერს, რომ აშშ-მ ასევე გაწვრთნა ის ადამიანები, რომლებმაც შემდეგ რუსული ხომალდი მასკვა ჩაძირეს. გამოცემის თანახმად, ამის შესახებ განაცხადა ბილ ლაპლანტმა, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ შესყიდვისა და მდგრადობის საკითხებში.
ლაპლანტის სპიკერის თქმით, უკრაინელ სამხედროებს წვრთნა არ გაუვლიათ აშშ-ში, მათ გაიარეს სწავლება სახელწოდებით "ხსოვნის დღე".
რუსული სამხედრო ხომალდი და რუსული ფლოტის ფლაგმანი "მასკვა" 13 აპრილს ჩაიძირა. სწორედ ამ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხომალდი იწვოდა. მას უკრაინელებმა 2 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა "ნეპტუნი" ესროლეს. ხომალდზე ეკიპაჟის 510 წევრი იმყოფებოდა. უცნობია დაღპულთა და დაშავებულთა რაოდენობა და მდგომარეობა, ვინაიდან რუსეთი ამ ინფორმაციას მალავს.
მასკვა ის საბრძოლო ხომალდია, რომელსაც კუნძულ ზმეინიდან უკრაინელმა ჯარისკაცმა მიმართა: "იდი ნა **ი".
სამხედრო ხომალდი "მოსკვა" 2008 წელს რუსეთმა საქართველოზე თავდასხმაშიც გამოიყენა.