ერთწლიანი ტყვეობის შემდეგ უკრაინაში, რუსეთის მიერ დაკავებული სამხედრო ხომალდები დაბრუნდნენ. სამი გემი უკვე შევიდა ოჩაკოვის პორტში, სადაც მათ საზღვაო სამხედრო მეთაურობა და ქვეყნის პრეზიდენტი დახვდნენ. სამივე გემი დაზიანებულია და ზღვაში ბუქსირის გარეშე გასვლა არ შეუძლია.
ხომალდები, რომლებზეც ეკიპაჟის 24 წევრი იმყოფებოდა, რუსულმა სამხედრო საზღვაო ძალებმა შარშან აიყვანეს. რუს უკრაინელებს ცეცხლი მათ ქერჩის სრუტეში გაუხსნეს. ტყვეები კრემლმა კიევს ერთი თვის წინ დაუბრუნა, ხომალდების დაბრუნების შესახებ კი ვოლოდმერ ზელენსკისა და სერგეი ლავროვს შორის მოლაპარაკება ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრამდე შედგა.