logo
ENG



უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული დავით გობეჯიშვილი თბილისში ჩამოასვენეს

31 მარ 202205:34
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული დავით გობეჯიშვილი თბილისში ჩამოასვენეს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

უკრაინაში, ქალაქ ირპენისთვის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული დავით გობეჯიშვილი თბილისში ჩამოასვენეს. 

აეროპორტში მისი ოჯახის წევრები და სხვა მოქალაქეები შეირკიბნენ და დაღუპულს პატივი მიაგეს. 

დავით გობეჯიშვილი საქართველოს მეოთხე მოქალაქეა, რომელიც უკრაინის ომში ოკუპანტებმა მოკლეს. 

17 მარტს სწორედ ქალაქ ირპენთან დაიღუპნენ გია ბერიაშვილი და დავით რატიანი. 20 მარტს კი მარიუპოლში მოკლეს ბახვა ჩიქობავა. 

ბერიაშვილი და რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს და 26 მარტს სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალეს. 

ბახვა ჩიქობავას ცხედრის ჩამოსვენება მარიუპოლის ალყის გამო ვერ ხერხდება. 


close დახურვა