logo
ENG



უკრაინაში, უმანში კორპუსზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

28 აპრ 202316:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/28/62i64xn8hg1c1id.jpg

უახლესი მონაცემებით, უკრაინის ქალაქ უმანში საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმას 17 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

სამსახურის ცნობით, 9-სართულიან კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 18  დაშავდა, მაშველებმა 17 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ უმანზე სარაკეტო თავდასხმა 28 აპრილს განახორციელეს. შედეგად 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი განადგურდა.

 

close დახურვა