logo
ENG



უკრაინაში არსებული ვითარება გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილეს

19 თებ 202012:36
3 წუთის საკითხავი
 

 

უკრაინის აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარება გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილეს.

 

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი სეპარატისტების შეიარაღებას აგრძელებს და მინსკის სამშვიდობო შეთანხმებას არღვევს. მდგომარეობის ესკალაციაში დაადანაშაულა კრემლი უკრაინის წარმომადგენელმა.  

დონბასში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ეუთომაც. ორგანიზაციის თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი შეშფოთებას გამოთქვამენ კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენების გამო და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებენ.

საერთაშორისო გამოხმაურება დონბასში მდგომარეობის გამწვავებას მოჰყვა. ორმხრივი სროლისას გასულ ღამეს ერთი უკრაინელი სამხედრო და ოთხი სეპარატისტი დაიღუპა.  


close დახურვა