logo
ENG



უკრაინაში აშშ-ის ელჩი: უკრაინას ახლა სჭირდება დახმარება, ერთი წუთის დაკარგვაც არ შეიძლება

25 მარ 202415:34
3 წუთის საკითხავი
clock 306
2024/03/25/db95ehhi1xu75mn.jpg

უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება. მისი თქმით, უკრაინას ახლა სჭირდება დახმარება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს დილით რუსეთმა კვლავ შეუტია უკრაინას. კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ბოლო 5 დღის განმავლობაში, რუსეთმა ასობით რაკეტა და თვითმფრინავი გაუშვა სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ.

უკრაინას ახლა სჭირდება დახმარება. ერთი წუთის დაკარგავაც არ შეიძლება", - წერს უკრაინაში აშშ-ის ელჩი.

დღეს რუსულმა ძალებმა ოკუპირებული ყირიმიდან ორი ბალისტიკური რაკეტით კიევზე იერიში მიიტანეს. შეტევა დაახლოებით 10:30 საათზე დაიწყო. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, დაზიანებულია მრავალსართულიანი შენობა.


close დახურვა