logo
ENG



უკრაინაში დააკავეს ქალი, რომელიც ზელენსკის მიკოლაევში ვიზიტზე ინფორმაციას აგროვებდა

08 აგვ 202318:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/08/bda8yd3zl6wsvm6.png

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა რუსეთის დაზვერვის ინფორმატორი, რომელიც მიკოლაევის ოლქში ვოლოდიმირ ზელენსკის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა. უწყება წერს, რომ ბრალდებული ცდილობდა დაედგინა ზელენსკის სავარაუდო მარშრუტის შესახებ დეტალები.

განცხადების თანახმად, ბრალდებული ქალი ოჩაკოვში უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მასალების, ელექტრონული საბრძოლო სისტემებისა და საწყობების ადგილმდებარეობის გაგებასაც ცდილობდა - უწყება წერს, რომ ამ ინფორმაციის გამოყენებას ოკუპანტები მიკოლაევის ოლქში ახალი მასიურ სარაკეტო თავდასხმის მოსამზადებლად აპირებდნენ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბრალდებული რუსებისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემის მცდელობის დროს დააკავეს - ის ოჩაკოვის მკვიდრია და ადრე რეგიონში ერთ-ერთ სამხედრო მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


close დახურვა