უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს ნიკა შანავასა და დავით მენაბდიშვილს საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენებენ.
ოჯახები მათ საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
შანავა და მენაბდიშვილი იზიუმში 9 აპრილს ოკუპანტებთან შეტაკებისას დაიღუპნენ.
უკრაინაში რუსეთის აგრესიას 6 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დავით გობეჯიშვილი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში უკვე ჩამოასვენეს და დაკრძალეს.
რაც შეეხება კიდევ ერთ მებრძოლ, ბახვა ჩიქობავას მისი გადმოსვენება მარიუპოლის ბლოკადის გამო ვერ ხერხდება.