logo
ENG



უკრაინაში დაღუპულ ქართველებს პატივის მისაგებად აეროპორტში დახვდებიან

23 მარ 202215:40
3 წუთის საკითხავი
 

24 მარტს, 05:30 საათზე უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს გია ბერიაშვილს და დავით რატიანს საქართველოში გადმოასვენებენ.

მოქალაქეები, აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აეროპორტში პატივის მისაგებად 05:00 საათზე იკრიბებიან.

გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის დაღუპვის შესახებ ცნობილი 18 მარტს, დილას გახდა. 

 

 

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. დღემდე დაიღუპა და დაშავდა არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე საკუთარი სახლი 10 მილიონამდე უკრაინელმა დატოვა.


close დახურვა