უკრაინაში გმირულად დაღუპული გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ცხედრებს სპეციალური კოლონა სწორედ ამ წუთებში ლვოვისკენ გაადასვენებს. აფხაზეთში, ერაყსა და ავღანეთში გამოჩენილი სიმამაცის შემდეგ, უკრაინა სამშობლოსთვის ბრძოლის ბოლო ფრონტი სამი ქართველი სამხედროსთვის აღმოჩნდა. ბახვა ჩიქობავა მარიუპოლში, ოკუპანტების ბლოკადაში მოქცეულ ქალაქში დაიღუპა, იქ, სადაც ახლა სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს. მას სავარაუდოდ სამშობლოში ყველაზე გვიან ჩამოასვენებენ.