უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ალუდა ზვიადაური საქართველოში ჩამოასვენეს.
თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 25 ივნისს, დღის მეორე ნახევრში ჩამოფრინდა.
ზვიადაურს ქაშვეთის ტაძარში დაასვენებენ. 26 ივნისს პანაშვიდი გაიმართება, 27 ივნისს კი მშობლიურ სოფელში, გომბორში გადაასვენებენ და საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ალუდა ზვიადაურის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 18 ივნისს გავრცელდა. რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი სხვა ქართველი ჯარისკაცების თქმით, ზვიადაურს დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცი გამოჰყავდა და ზურგში სწორედ ამ დროს ესროლეს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აგრესორთან ბრძოლას 16 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.