უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ნიკოლოზ შანავა დღეს სამოქალაქო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ნიკოლოზ შანავა რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ იზიუმში მოკლეს. ის 21 წლის იყო.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი საქართველოში 15 აპრილს ჩამოასვენეს. ორივე მათგანი იზიუმში დაიღუპა.
უკრაინაში რუსებთან ბრძოლაში გუშინ, 16 აპრილს კიდევ 3 ქართველი მებრძოლი ზაზა ბიწაძე, ალიკა ცაავა და არკადი კასრაძე დაიღუპა.
უკრაინაში რუსეთის აგრესიას 9 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა: დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა.
დავით გობეჯიშვილი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში უკვე ჩამოასვენეს და დაკრძალეს.
რაც შეეხება კიდევ ერთ მებრძოლ, ბახვა ჩიქობავას მისი გადმოსვენება მარიუპოლის ბლოკადის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება.