logo
ENG



უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია საქართველოში ჩამოასვენეს

20 მაი 202208:24
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს.

რატი შურღაია 15 აპრილს, ქალაქ იზიუმში ოკუპანტებთან შეტაკებისას დაიღუპა. 

შურღაიას სამოქალაქო პანაშვიდი დღეს ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება, ხვალ კი სახლში გადაასვენებენ და სამშაბათს დაკრძალავენ.

ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.

დღეის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთთან ომს შეეწირნენდავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე, ტატო ბიგვავა.


close დახურვა