კიდევ ერთ ქართველ გმირს ემშვიდობება ქვეყანა, გელა გოგია დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში იბრძოდა, რა დროსაც მისი დანაყოფი სარაკეტო იერიშში მოყვა. მანამდე იყო 2014 წელი ყირიმი, 2008 წელი რუსეთ საქართველოს ომი, იბრძოდა აფხაზეთში, ყოველთვის ერთი მტრის წინააღმდეგ. 54 წლის ქართველი მებრძოლი სამშობლოში დღეს ჩამოასვენეს, გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს მეგობრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. ქართველ მებრძოლს სამხედრო პატივით სამშაბათს, მშობლიურ მხარეში დაკრძალავენ.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მერძოლის პანაშვიდი
03 სექ 202220:34
3 წუთის საკითხავი