logo
ENG



უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კირილ შანავა დაიღუპა

09 ივნ 202209:25
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 23 წლის კირილ შანავა დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ნათესავები ავრცელებენ.

ცნობილია, რომ ის ლუგანსკის ოლქში იბრძოდა.

ოჯახი აფხაზეთიდანაა, თავად კირილ შანავა კი უკრაინის მოქალაქე იყო.

ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.

დღეის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთთან ომს შეეწირნენ: დავით რატიანი, რატი შურღაია, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე, ტატო ბიგვავა.


close დახურვა