უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, არკადი კასრაძე დაიღუპა.
ინფორმაცია მისმა თანამებრძოლმა, ვანო ნადირაძემ გაავრცელა. მისი თქმით, ქართველი ჯარისკაცი რუბეჟნოეში ბრძოლისას მოკლეს.
დაჭრილია სხვა ქართველი მეომარი.
არკადი კასრაძე უკრაინაში დაღუპული მე-7 ქართველია. რუსების წინააღმდეგ ბრძოლას ამ დრომდე ასევე ემსხვერპლნენ:
დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა.