logo
ENG



უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

06 ივნ 202218:45
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია ფორმულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ის დონეცკის ოლქში იბრძოდა. 

სამინისტროს ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.

დღეის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთთან ომს შეეწირნენ: დავით რატიანი, რატი შურღაია, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე, ტატო ბიგვავა.


close დახურვა