უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას ნადიმ ხმალაძე ავრცელებს.
"სამწუხაროდ კიდევ ერთი მებრძოლი დაეცა. დიდება გმირებს", - წერს ხმალაძე.
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას ამ დრომდე სულ 40 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.