logo
ENG



უკრაინაში ომის დაწყებიდან ჩერნიგოვში 700-მდე სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

08 აპრ 202217:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/08/us63y6lw4rhbjjz.jpg
ukrinform.ua

უკრაინაში ომის დაწყებიდან ჩერნიგოვში ჯამში 700-მდე სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ვლადისლავ ატროშენკომ დღეს პრეს კონფერენციაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 40 ადამიანზე ძებნაა გამოცხადებული, 70 ადამიანის ცხედრის იდენტიფიცირება კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ჩერნიგოვს რუსული საჰაერო ძალები პირველად 25 თებერვალს დაესხნენ თავს, მას შემდეგ კი რეგიონზე თავდასხმა თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა.

ატროშენკოს თქმით, ჩერნიგოვში 286 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, ევაკუაციის შემდეგ კი ქალაქში 80 - 95 ათასი ადამიანი რჩება.

რეგიონის ადმინისტრაცია ქალაქში დაბრუნებისკენ მხოლოდ იმ ადამიანებს მოუწოდებს, ვინც აუცილებელი ინფრასტრუქტურის აღდგენაში მიიღებენ მონაწილეობას.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩერნიგოვი 6 აპრილს გაათავისუფლეს.


close დახურვა