logo
ENG



უკრაინაში პრორუსული პარტიები იკრძალება - ზელენსკიმ კანონპროექტს ხელი მოაწერა

14 მაი 202222:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/14/3w53ekw96ndqlv1.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში პრორუსული პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე კანონპროექტს ხელი მოაწერა.

როგორც კანონპროექტშია ნათქვამი, პარტია, რომლის შექმნის მიზანი და საქმიანობა იქნება დაკავშირებული, რუსეთის აგრესიის გამართლებასთან, ან პარტია იტყვის, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე ლეგიტიმურია, უარყოფს უკრაინის ტერიტორიის დროებით ოკუპაციას, ჩაითვლება არაკანონიერად.

ასევე, პარტიამ არ უნდა უწოდოს მიმდინარე ომს შიდა კონფლიქტი, სამოქალაქო კონფლიქტი ან სამამულო ომი. პარტია არ უნდა იღებდეს დაფინანსებას ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ხელმძღვანელობისგან ან რუსეთისგან.

აღნიშნული კანონპროექტი უმაღლეს რადაში 28 მარტს დარეგისტრირდა. უკვე 3 მაისს რადამ უკრაინაში პრორუსული პარტიების მოღვაწეობა აკრძალა, კანონპროექტს მხარი 330 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 6 მაისს დოკუმენტი ხელმოწერაზე პრეზიდენტს გადაეგზავნა. ინიციატივა ძალაში მისი გამოქვეყნებიდან მეორე დღეს შევა. 


close დახურვა