logo
ENG



უკრაინაში პრორუსული პარტიების აკრძალვაზე კანონპროექტი დარეგისტრირდა

29 მარ 202200:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/29/r1g80k8k5oqifvn.jpg

უმაღლეს რადაში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში პრორუსული პარტიების აკრძალვას ეხება. 

როგორც კანონპროექტშია ნათქვამი, პარტია, რომელიც შექმნის მიზანი და საქმიანობა იქნება დაკავშირებული, რუსეთის აგრესიის გამართლებასთან, ან პარტია იტყვის, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე ლეგიტიმურია, უარყოფს უკრაინის ტერიტორიის დროებით ოკუპაციას, ჩაითვლება არაკანონიერად. 

ასევე, პარტიამ არ უნდა უწოდოს მიმდინარე ომს შიდა კონფლიქტი, სამოქალაქო კონფლიქტი ან სამამულო ომი. პარტია არ უნდა იღებდეს დაფინანსებას ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ხელმძღვანელობისგან ან რუსეთისგან. 

ამავე კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პარტიის საკუთრებაში არსებული ყველა აქტივი გადავა სახელმწიფოს ბალანსზე. 


close დახურვა