როგორ ისჯება რუსეთის მოსახლეობა და ხელისუფლება პუტინის მიერ წამოწყებული ომის გამო. სანქციების ეფექტი ეკონომიკის ყველა მიმართულებაზე აისახება. რიგებია მაღაზიებთან, ბანკომატებთან, ლიმიტი წესდება ბავშვთა საკვების გაყიდვაზეც კი.
უმწვავეს კრიზისს კრემლი პროპაგანდას უპირისპირებს, - ამტკიცებენ, რომ რუსეთში არსებობს მსოფლიო ბრენდების ალტერნატივა. მაგრამ სინამდვილეში უკვე გამოჩნდნენ გადამყიდველები, მაკდონალდსის გასვლის შემდეგ, რუსებმა ბიგმაკის მარაგი შეიძინეს და ახლა ხელზე ყიდიან.