logo
ENG



უკრაინაში რუსეთის შეჭრას მინიმუმ 20 ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა

13 აპრ 202212:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/13/0wg5vfnfzzdwl47.jpg
Andriy Dubchak

უკრაინის ჟურნალისტთა გაერთიანების (NSJU) ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრას მინიმუმ 20 ჟურნალისტი ემსხვერპლა.

გაერთიანება აქვეყნებს იმ ჟურნალისტების სიას, ვისი დაღუპვაც უკაირინის პროკურატურამ დაადასტურა.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ რამდენიმე ჟურნალისტი დღეებია კონტაქტზე არ გამოსულა და მათ შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, ამიტომ, შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი უფრო დიდი იყოს. 

აღსანიშნავია, რომ დაღუპულთაგან 7 ჟურნალისტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.  

გაერთიანების ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას 4 უცხოელი ჟურნალისტი დაიღუპა. მათ შორისაა ლიეტუველი რეჟისორი მანტას კვედრავიჩუსი, რუსი ჟურნალისტი - ოქსანა ბაულინა, ამერიკელი ჟურნალისტი და რეჟისორი- ბრენტ ანტონი რენო და FoxNews-ის ოპერატორი, ირლანდიის მოქალაქე - პიერ ზაკზევსკი.


close დახურვა