logo
ENG



უკრაინაში შეჭრის შემდეგ 41 ბავშვი დაიღუპა, 76 კი დაშავდა

08 მარ 202218:48
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინაში შეჭრის შემდეგ 41 ბავშვი დაიღუპა, 76 კი დაშავდა

უკრაინაში შეჭრის შემდეგ 41 ბავშვი დაიღუპა, 76 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.

დენისოვა აცხადებს, რომ გასულ დღეებში, ხარკოვში რუსული არმია 30 საშუალო სკოლას, 27 საბავშვო ბაღს, 5 უმაღლესი განათლების დაწესებულებას და ბავშვთა პანსიონატებს დაესხა თავს.

დენისოვას თქმით, ჯერ კიდევ დაუზუსტებელია დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი მარიუპოლსა და ვოლნოვახაში. მისი ინფორმაციით, ამ ქალაქებთან წვდომა რუსული ჯარების ალყის გამო შეუძლებელია.

მისი ინფორმაციით, რუსი საოკუპაციო ძალები სამოქალაქო დასახლებებსა და შენობებს უხსნიან ცეცხლს და რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებები ჰააგისა და ჟენევის კონვენციის პირდაპირი დარღვევაა.

უკრაინის სახალხო დამცველი NATO-ს უკრაინის ცის დახურვისკენ მოუწოდებს. 

"მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებს, მიიღონ ყველა ზომა რათა შეაჩერონ რუსეთის ფედერაციის სამხედრო თავდასხმა.

მე დაჟინებით ვთხოვ NATO-ს ქვეყნებს - დახურეთ ცა!", - აცხადებს ლუდმილა დენისოვა.

 

close დახურვა