logo
ENG



უკრაინაში ჩამოგდებულ ირანულ დრონებში ევროკავშირში წარმოებული ნაწილები აღმოაჩინეს

27 სექ 202320:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/27/k3waggq8u8ko2y9.jpg

უკრაინის ქალაქებზე ბოლო თავდასხმებში გამოყენებულ ირანულ დრონებში ევროკავშირში წარმოებული ნაწილები აღმოაჩინეს. ამის შესახებ 47-გვერდიანი საიდუმლო დოკუმენტშია ნათქვამი, რომელიც უკრაინის მთავრობამ G7-ს აგვისტოში გაუგზავნა.

დოკუმენტის თანახმად, საუბარია იმ Shahed-131 და Shahed-136 ტიპის დრონებზე, რომელიც ბოლო 3 თვის განმავლობაში უკრაინაში ჩამოაგდეს. მათი რაოდენობა 600-ზე მეტია.

მწარმოებელი დასავლური კომპანიების ნაწილი იდენტიფიცირებულია. უკრაინა 5 მათგანს ასახელებს, ესენია: გერმანული Ti Automotive Gmbh და International Rectifier, შვეიცარიული STMicroelectronics და U-blox და ნიდერლანდური NXP Semiconductor. 


close დახურვა