logo
ENG



უკრაინაში ჩინეთიდან ევაკუირებულ მოქალაქეების ავტობუსებს ქვები დაუშინეს

21 თებ 202014:00
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 2 236-მდე გაიზარდა. ინიფიცრებულღა რიცხვი კი 75 400 აჭარბებს. აქედან, 156 შემთხვევა სამხრეთ კორეაში დადასტურდა. სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ქვეყნის ორ ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 9 ათასამდე ადამიანს, რომელიც ტეგუს ეკლესიის მრევლის წევრია, კარანტინში მოათავსებენ. 39 კორეელი სწორედ ეკლესიაში დაინფიცირდა.

პარალელურად, უკრაინაში საპროტესტო აქციით დახვდნენ ჩინეთიდან ევაკუირებულ თანამოქალაქეებს. პოლტავის ოლქის ერთ-ერთ სოფელში ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს და ავტობუსებს ქვები დაუშინეს. მოსახლეობა სოფლის სანატორიუმში ევაკუირებულების განთვსებას აპროტესტებდა.  ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სოფელში შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა, ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კი  საკარანტინო ზონაში ევაკუირებულებთან ერთად დარჩენა გადაწყვიტა. 


close დახურვა