უკრაინაში წყალდიდობას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველები ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. სტიქია ივანო-ფრანკოს ოლქს დაატყდა.
წყალდიდობის გამო ვერხოვინის რაიონის 19 სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. დატბორილია ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი. რამდენიმე რაიონში ჩამოწოლილია მეწყერი. ზოგიერთ მთიან დასახლებაში დაზიანებულია გზები და სოფლებს შორის დამაკავშირებელი ხიდები.
სინოპტიკოსები უხვ ნალექს დღესაც პროგნოზირებენ.