კურსკის ოლქში რუსეთის შეიარაღებული ძალების მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ქალაქ სუჯაზე კონტროლი ისევ უკრაინელების ხელშია. თავად რუსი სამხედრო ბლოგერების ცნობები აცდენილია კრემლის ოფიციალურ განცხადებებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ კურსკი ოლქში შეტევა შეაჩერა, მაგრამ რეალობა განსხვავებულია. რუსეთის ორი ბატალიონი ალყაშია. რუსეთს უკვე დევნილებიც ჰყავს. თამარ ჭავჭავაძე მოგვიყვება პირდაპირ ეთერში, რა ვითარებაა დღის ბოლოს რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც უკვე რამდენიმე დღეა ბრძოლებია.