ვოლოდიმირ ზელენსკი პირობას დებს, რომ რუსების მიერ ოკუპირებული ყველა რეგიონი უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნდება, მათ შორის ყირიმიც. დღეს რუსებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში უკრაინის სახელმწიფო დროშა ოფიციალურად აღმართეს და ცერემონიას პირადად პრეზიდენტი ზელენსკი დაესწრო. ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინელებმა შეტევითი ოპერაციის შედეგად 8 000 კვადრატული კილომეტრის ფართობი დაიბრუნეს და მის დიდ ნაწილს სრულად აკონტროლებენ.
უკრაინელების შეტევის ოპერაცია
14 სექ 202220:39
3 წუთის საკითხავი