უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 39 შაჰიდის ტიპის დრონიდან 35 ჩამოაგდეს.
გარდა ამისა, რუსეთმა უკრაინაზე იერიში 3 ბალისტიკური რაკეტით ისკანდერით და 2 Kh-59/69 მართვადი საჰაერო რაკეტით მიიტანა.
საჰაერო ძალებში ამბობენ, რომ საზენიტო თავდაცვა მუშაობდა სუმის, პოლტავას, კიევის, ჩერნიჰივის, ხერსონის, დნიპროპეტროვსკის, დონეცკის, მიკოლაევის, ოდესისა და ჩერკასის რეგიონებში.