logo
ENG



უკრაინელებმა რობოტინთან 1.5 კვ.კმ. ტერიტორია გაათავისუფლეს - ზაპოროჟიეზე შეტევას აგრძელებენ

10 სექ 202318:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/10/4viw99l7h7f91dh.png

უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს რეგიონზე შეტევას აგრძელებენ. ინფორმაციას ტაურიის რეგიონის თავდაცვის ძალების გაერთიანებული პრესცენტრის წარმომადგენელი, ალექსანდრ შტუპუნი ავრცელებს.

შტუპუნის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა სოფელ რობოტინოს მახლობლად კიდევ 1.5 კვადრატული კილომეტრის ფართობის დეოკუპაცია მოახდინეს.

"ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას რაიონ რობოტინოში. გათავისუფლებულია კიდევ 1.5 კვადრატული კილომეტრი ჩვენი ტერიტორიის. ზაპოროჟიეს მიმართულებით მძიმე შეტაკებები გრძელდება. რუსები ეკიდებიან ჩვენი მიწის თითოეულ მეტრს. ვერ ვიტყვით, რომ მტერი გარბის - ყველაფერი მძიმე ბრძოლების ფონზე ხდება. მაქსიმალურად ვცდილობთ მარაგები შევუმციროთ და ეს გარკვეულ მონაკვეთებზე ნაყოფს იძლევა", - თქვა შტუპუნმა.


close დახურვა