logo
ENG



უკრაინელებმა რუსეთის ქალაქ ვორონეჟში თბოელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს

09 ნოე 202512:35
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/09/6i6qz0hhe5ssfg3.png

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში 8–9 ნოემბრის ღამეს აფეთქებები მოხდა. რუსული მედიის ცნობით, სავარაუდოდ, რაკეტების სამიზნე ვორონეჟ–1-ის თბოელექტროსადგური გახდა.

ამასთან ერთად, თბოელექტროსადგურზე ხანძრის შესახებ იწერებიან ადგილობრივი Telegram არხები.

ცნობისთვის, ვორონეჟ–1 არის ვორონეჟისთვის გათბობის უმსხვილესი მიმწოდებელი, რომელიც გათბობით უზრუნველყოფს ქალაქის ოთხ რაიონსა და ათასზე მეტ საწარმოს.

გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 8–9 ნოემბრის ღამეს ბრიანსკის ოლქის თავზე 43 დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 1 - როსტოვის ოლქის თავზე.

თუმცა სამინისტროს ვორონეჟის თბოელექტროსადგურზე თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.


close დახურვა