logo
ENG



უკრაინელებმა შვიდ ოლქში რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს

05 ივლ 202411:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/05/w1gm7h0pe1yoaq6.png

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობითრუსულმა ძალებმა მათ კურსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიებიდან Shahed-131/136 ტიპის 32 დრონით შეუტიეს. უკრაინელებმა 32-ვე დრონი გაანადგურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონები მიკოლაივის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ჩერნიგოვისა და ჩერკასის რაიონებში ჩამოაგდეს.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები და მობილური სახანძრო ჯგუფები.

"მადლობა 100%-იანი შედეგისთვის!", - დაწერა საჰაერო ძალების სარდალმა, ნიკოლაი ოლეშჩუკმა სოციალურ ქსელში.

 

 


close დახურვა