უკრაინა რუსეთთან "გონივრული კომპრომისისთვის" მზადაა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანელ კოლეგასთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. ვადიმ პრის-ტაიკოს თქმით, პარიზში დაგეგმილ „ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრაზე, კიევს მოლაპარაკეკების პროცესში პროგრესის მიღწევისა და რეალური შედეგის იმედი აქვს. უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები ერთმნეთს პარიზში, დეკემბრის დასაწყისში შეხვდებიან. მიზანი დონბასის რეგიონში უკრაინის სამთავრობო ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტებს შორის მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მცდელობაა.