თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ამბობს, რომ უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ და წარმატებას აღწევენ.
როგორც მალიერმა აღნიშნა, სამხედრო მოქმედებების ეპიცენტრი ამ დრომდე ბახმუტის მიმართულება რჩება.
"ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვას, რომელიც დავიწყეთ 2022 წლის 24 თებერვალს. თავდაცვითი ოპერაცია მოიცავს მათ შორის კონტრშეტევით ქმედებებს. ამიტომ, ზოგიერთი მიმართულებით ჩვენ შეტევაზე გადავდივართ. ბახმუტის მიმართულებით წინ მივიწევთ ფართო ფრონტით. გვაქვს წარმატებები.
ვიკავებთ მთავარ ადგილებს. მტერი თავდაცვის რეჟიმზეა გადასული და ცდილობს პოზიციების შენარჩუნებას. ზუსტად იმის გამო, რომ რუსები ბახმუტში მარცხდებიან, ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო. აღმოსავლეთ ნაწილში ლოკალური ბრძოლები ასევე გრძელდება", - განაცხადა მალიერმა.