logo
ENG



უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის კიდევ ერთი სოფელი გაათავისუფლეს

11 ივნ 202323:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/11/jrlt7o31nsi75ol.png

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალარის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში, ბლაგოდატნეს შემდეგ, სოფელი მაკარივკაც გაათავისუფლეს.

მისი თქმით, მათ წინ წაიწიეს ბახმუტის მიმართულებით, ასევე, სამხერეთით.

მალარი აღნიშნავს, რომ ადგილებში, სადაც უკრაინელი სამხედროები თავდაცვით რეჟიმში არიან, არც ერთი პოზიცია არ დაუკარგავთ.


close დახურვა