logo
ENG



უკრაინელმა სამხედროებმა ტროსტიანეცი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

27 მარ 202200:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/27/gxnkzo1wdcckouk.jpg
ფოტო: Reuters

უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი ტროსტიანეცი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ინფორმაციას 93-ე მექანიზებული ბრიგადა "ცივი იარი" ავრცელებს. 

"რუსულმა არმიამ რამდენიმე წარუმატებლობა განიცადა და გაიქცა. მათ ტროსტიანეცში დატოვეს იარაღი, აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა...დღეს ტერიტორიული თავდაცვის და ადგილობრივი პარტიზანი მებრძოლების დახმარებით, ქალაქი ტროსტიანეცი გავათავისუფლეთ რუსული საოკუპაციო ძალისგან", - ამბობენ ცივ იარში

მათივე თქმით, "ქალაქიდან რუსული ჯარის ელიტის ნაწილი - კანტემიროვის სატანკო დივიზია გააქციეს". 


close დახურვა