logo
ENG



უკრაინის SBU: დაზიანდა რუსეთის სტრატეგიული ავიაციის $7 მილიარდის ღირებულების ტექნიკა

01 ივნ 202521:26
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/01/qu5i8ofjpomgt0s.png

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) ინფორმაციით, დღეს განხორციელებული სპეციალური ოპერაციის — „სავუტინა“ („ობობის ქსელი“) — შედეგად, დაზიანდა რუსეთის სტრატეგიული ავიაციის დაახლოებით $7 მილიარდის ღირებულების ტექნიკა.

SBU-ის განცხადებით, იერიშის შედეგად დაზიანდა რუსეთის საკვანძო ავიაბაზებზე მყოფი ფრთოსანი რაკეტების სტრატეგიული მატარებლების 34%.

სპეცოპერაციის ფარგლებში გამოიყენეს უკიდურესად მაღალი სიზუსტის დრონები, რომლებიც სავარაუდოდ, რუსეთის ტერიტორიაზე დიდი ხნის განმავლობაში ფარულად ინახებოდა.


close დახურვა