გუშინ ღამით, კიევის სიახლოვეს უკრაინის ჯარი კონტრშეტევაზე გადავიდა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველი, ვადიმ დენისენკო ავრცელებს.
მისი თქმით, უკრაინამ 5 რუსული ტანკის განადგურება შეძლო. ამ დროისთვის შეტაკებები ქალაქ კიევის დასავლეთით მიმდინარეობს.
"ჩვენ 5 რუსული ტანკი გავანადგურეთ. დილით, ქალაქ კიევის სიახლოვეს დასავლეთ გარეუბანში არტილერიის ხმა ისმოდა. ბრძოლა ახლაც მიმდინარეობს. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია",- აცხადებს დენისენკო.