logo
ENG



უკრაინის განცხადებით, Patriot-ის სისტემა რუსული ჰიპერბგერითი რაკეტის წინააღმდეგ გამოიყენა

06 მაი 202314:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/06/3x5r7h1776jhf3e.jpg

უკრაინა აცხადებს, რომ პირველად გამოიყენა ამერიკული სისტემა Patriot რუსეთი ჰიპერბგერითი რაკეტის წინააღმდეგ.

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა ნიკოლა ოლეშჩუკმა ამის შესახებ ტელეგრამზე დაწერა. Kh-47 Kinzhal ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტაა. უკრაინამ სულ მცირე Patriot-ის ორი სისტემა მიიღო, ერთი აშშ-დან და ერთი გერმანიიდან, რათა გაეძლიერებინა საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ოლეშჩუკის განაცხადებით, რაკეტა 4 მაისს კიევის თავზე დაიჭირეს. მისი თქმით, Kinzhal რუსეთის ტერიტორიიდან MiG-31K-ით გაუშვეს.

საჰაერო ძალების წარმომადგენლის, იური იჰნატის თქმით, აქამდე არავინ იცოდა, შეეძლო თუ არა Patriot-ს ბალისტიკური იარაღის წინააღმდეგ მოქმედება:

"დიახ, შეუძლია".

გასულ თვეში თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ Patriot გადამწყვეტ როლს ითამაშებს უკრაინული ინფრასტრუქტურის დაცვაში.


close დახურვა