logo
ENG



უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის აგრესიას დღემდე 500 ბავშვი ემსხვერპლა

13 აგვ 202312:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/13/dry74b11e7scnwd.jpg

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 13 აგვისტოსთვის ომს უკრაინაში 500 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 1 097-ზე მეტი.

მათივე ცნობით, ყველაზე მეტი არასრულწლოვანი დონეცკისა(485) და ხარკოვის(298) ოლქებში დაშავდა.

პროკურატურა ასევე აღნიშნავს, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის და შესაძლოა, შეიცვალოს რუსეთის მიერ მიტაცებული უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისა და იქ არსებული სიტუაციის შესწავლის შემდეგ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალების მოქმედებებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა