უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 324 ბავშვი დაიღუპა.
უწყების ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე 592 უკრაინელი ბავშვი დაშავდა.
"22 ივნისის დილის მონაცემებით, 916-ზე მეტი ბავშვი დაშავდა უკრაინაში, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად. არასრულწლოვანთა პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, 324 ბავშვი მოკლეს, 592-ზე მეტი კი დაშავდა. ეს რიცხვები არაა საბოლოო, ვინაიდან სამუშაოები გრძელდება, რათა დავადგინოთ რიცხვი იმ ტერიტორიებზე, სადაც აქტიური შეტაკებები მიმდინარეობს დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე" - აცხადებს პროკურორის ოფისი.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი 307 ბავშვი დონეცკის რეგიონში დაშავდა, ხარკივში - 175, კიევში - 116, ჩერნიჰივში - 68, ლუჰანსკში - 54, ხერსონში - 52, მიკოლაევში - 48, ზაპოროჟიეში - 30, სუმში - 17.
ოკუპანტების მხრიდან დაბომბვის შედეგად 2 052 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა. მათ შორის 210 მთლიანად განადგურდა.