logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: 4 მიმართულებით მძიმე ბრძოლა გრძელდება, დღეს 30-ზე მეტი შეტაკება მოხდა

21 ივნ 202321:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/21/awqr44z2vt14iv8.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოთხი მიმართულებით მძიმე ბრძოლა გრძელდება. ამასთან, უკრაინის ცნობით, დღის განმავლობაში, მტერთან 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა.

"რუსი ოკუპანტები თავიანთი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ოთხი მიმართულებით ახდენენ, ესენია: ლიმანი, ბახმუტი, ავდიივკა და მარინკა. ამ 4 მიმართულებით მძიმე ბრძოლები გრძელდება. დღის განმავლობაში, მტერთან 30-ზე მეტი შეტაკება მოხდა", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის თქმით, რუსული ძალები ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით წარმატებული შეტევითი ოპერაციების განხორციელებას ვერ ახერხებენ. დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს 6 დარტყმა მიაყენეს. ამასთან, უკრაინელმა დამცველებმა რუსული საბრძოლო ვერტმფრენი Mi-24 გაანადგურეს.

უკრაინის გენერალური შტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 222 000 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა