უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მარიუპოლში, აზოვსტალში რუსული ჯარის მცდელობა, დაიკავოს ქარხნის ტერიტორია, წარუმატებლად მიმდინარეობს.
გენშტაბი წერს, რომ რუსები აზოვსტალზე კონტროლის დამყარებას როგორც ქვეითი, ისე საჰაერო საბრძოლო მეთოდებით ცდილობენ.
მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები. რამდენიმე საათით გაწყვეტილი იყო კავშირი მებრძოლებთან. გავრცელებული ცნობებით, კავშირი აღდგენილია.