logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: სოლედარისთვის ბრძოლა გრძელდება

13 იან 202323:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/13/p18thbyr6e781xt.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარისთვის ბრძოლა გრძელდება.

"ბახმუტის მიმართულებით მტერმა დაბომბა სპირნე, ბელოგოროვკა, რაზდოლოვკა, იაკოვლევკა, სოლედარი, კრასნა ჰორა, ბახმუტი, კლიშივკა, კურდიუმივკა, დრუჟბა და სევერნოე. სოლედარისთვის ბრძოლა გრძელდება", - აცხადებს უკრაინის გენშტაბი.

გენშტაბის თქმით, დღის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო ძალებმა 9 დარტყმა მიაყენეს რუსი ოკუპანტების კონცენტრაციის ზონებს, სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 6 უბანსა და მტრის საბრძოლო მასალის საწყობებს.

რუსულმა ძალებმა დღის განმავლობაში დონეცკის ოლქში, კონსტანტინოვკას სამოქალაქო ინფრასტრუქტურას 2 სარაკეტო დარტყმა მიაყენეს, უკრაინულილ ჯარების პოზიციებზე კი 8 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. რუსულმა ძალებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 40-ზე მეტჯერ გაისროლეს.


close დახურვა